png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III

  • კომენტარები
  • 23.11.2026
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III

ჩვენს ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ ბოდბეში, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა. ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემის თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც, ასევე სხვა მიმდინარე პრობლემებზეც. ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ტეგები:
  • შიო III
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  • 12:10
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  • 12:06
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge