პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
- კომენტარები
- 22.11.2026
- 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის, - ასე პასუხობს მეუფე იობი "პირველების" კითხვას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის პატრიარქ კირილესთან ჩასვლის შესახებ. სასულიერო პირის განცხადებით, კირილემ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარი დაუჭირა და მის ქმედებებს შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს.
"მე ერთს ვიტყვი, რომ პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს. კი, არის პატრიარქი დიდი ქვეყნის, რუსეთის, მაგრამ მან აკურთხა ეს ომი და მხარი დაუჭირა. აი, ეს არის ეს პიროვნება, - ამბობს მეუფე იობი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა. შეხვედრა 21 ნოემბერს, დანილოვის მონასტერში გაიმართა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს, კირილეს 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.