დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
- კომენტარები
- 23.11.2026
- 13:49
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპისმა საბა ინწკირველმა ქადაგებისას ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დგება დრო, როდესაც გზა ახალგაზრდებს უნდა დაეთმოს.
"ახალგაზრდებს როცა ვამბობ, დიახ, ახალგაზრდები... დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა, ყველას ჰყავს შემცვლელი... მოვა და შეიცვლება, მაგრამ ეს ცვლილება სიძულვილით კი არ უნდა იყოს და სკამებს კი არ უნდა ჩაეჭიდონ ადამიანები, არამედ თუ ხედავენ უკეთესს და მოვა უკეთესი, უნდა დათმო შენ ისე, როგორც აგერ სულ ახლახან სერბეთში მოხდა, სადაც ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს.
მე სერბეთში ვსწავლობდი და იქ მეგობრები მყავს, ვესაუბრები, ვესაუბრებოდი, ველაპარაკები და თქვენს ოხერ სერბეთში მოვიდა ხელისუფლება. არცერთი პოლიტიკური პარტია არ ყოფილა. ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს და მოიყვანეს ხელისუფლებაში ვინ? უნივერსიტეტის ლექტორები, მეცნიერები, ადვოკატები, ექიმები, ის ხალხი, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და ვინც პროფესიონალია და არა ის, რომ ერთი წიგნი არ წაუკითხავს და მოვიდა იმისთვის, რომ ფული იშოვოს", - თქვა მეუფე საბამ.