მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
- კომენტარები
- 23.11.2026
- 13:58
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სუროგაციის სრულ აკრძალვას მიესალმება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველთან" ისაუბრა.
მისი თქმით, [სუროგაცია] ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია.
"საღვთისმეტყველო აზრით სუროგაცია არის დარღვევა. იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია. ძალიან ახლოს არის ტრეფიკინგთან, როდესაც ხდება ადამიანის ორგანიზმის ექსპლუატაცია, როდესაც ხდება ახალშობილი შვილების გაშვილება და ძალიან ძალიან მძიმე ფაქტების შესახებ გვაქვს ცნობები, ამიტომ მივესალმებით სრულ აკრძალვას, იმიტომ, რომ ეს არის იმდენად ტექნოლოგიური სფერო, რომ ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა იქ უკონტროლო პროცესებს.
საპატრიარქოს ინიციატივა იყო, რომ ამაზე საუბარი დაგვეწყო ხელისუფლებასთან, თუმცა როდესაც დავიწყეთ საუბარი, აღმოჩნდა, რომ მართლაც ეს უკვე შესწავლილი ჰქონდათ თემა და დაწყებული ჰქონდათ ამაზე ფიქრი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" სუროგაციის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.