png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში - გიორგი გაბუნია

  • სამართალი
  • 22.01.2021
  • 18:06
არ გამოვრიცხავ, რომ დღეს ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია დღეს მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. საქმე უკავშირდება შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეს, რომელშიც დაზარალებულის სტატუსი ჟურნალისტს აქვს. სასამართლო პროცესს დღეს თავად ბრალდებული ვასმბეგ ბოკოვიც დაესწრო.

გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ, შესაძლოა, მან დღეს თავის პოტენციურ მკვლელს ჩახედა თვალებში.

"ვერ ვიტყვი, ინფორმაციას აგროვებდა, მკვლელობას ამზადებდა თუ რა როლი ჰქონდა, მაგრამ ასე, ვიზუალურად რომ შეხედავ, ჰგავს. შესაძლოა, ეს იყოს ის, ქილერი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა და მით უმეტეს, ამას მხოლოდ ვიზუალური მხარიდან გამომდინარე არ ვამბობ, ინფორმაციის მიხედვით,რომელიც მე სუსმა მომაწოდა, როდესაც დაზარალებულად მცნეს, მას აქვს გავლილი შესაბამისი ფიზიკური მომზადება, აქვს კრიმინალური წარსული, იძებნებოდა სხვადასხვა ქვეყანაში მკვლელობის საქმეებისთვის და ასე რომ, არ გამოვრიცხავ, დღეს მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ჩავხედე თვალებში", - თქვა გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საფრთხემ გადაიარა, მით უმეტეს, რომ დაკვეთა პუტინისგან მოდის.

"როდესაც დამკვეთი არის პუტინი, რა თქმა უნდა, ეს ასე არ სრულდება და მე არ მაქვს იმის ილუზია და მოლოდინი, რომ ამ ერთი ადამიანის დაკავებით რუსეთის პრეზიდენტის შურისძიების სურვილი დასრულდა, - დაამატა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნია ამბობს, რომ მისი ერთადერთი მტერები, შესაძლოა იყვნენ პუტინი და კადიროვი, რადგან კრიტიკული გამოსვლების მიუხედავად, მას მტრები არ ჰყავს.

"სასამართლოზეც ვთქვი, მიუხედავად ჩემი კრიტიკული გამოსვლებისა, ვთვლი, რომ არც საქართველოში არ მყავს იმ დონის მტერი, რომ ჩემი მოკვლა გადაწყიტონ და მითუმეტეს, საზღვარგარეთ, ერთადერთი, ვინც ეს შეიძლება იყოს, პუტინი და მისი საყვარელი კადიროვია“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge