png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებულებს 8 - 8 წლით და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

  • სამართალი
  • 10.12.2020
  • 11:20
კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებულებს 8 - 8 წლით და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016-2018 წლებში, შპს ,,ეფიქს ბიზნეს გრუპის" ხელმძღვანელი პირები - ი.ჭ, გ.ჭ და გ.კ., თითქოსდა საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის მიზნით, მოქალაქეებს სთავაზობდნენ შესაბამისი მომსახურების გაწევას. კერძოდ, კომპანიის ანგარიშზე არიცხინებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და პირადად ისე განკარგავდნენ, რომ რეალურად რაიმე ტიპის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ამავდროულად, დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულები ვაჭრობის მსურველ პირთა შესაბამის პლატფორმებზე არსებულ ე.წ. ,,პირად კაბინეტებში" არსებულ კომპიუტერულ მონაცემებს ხელოვნურად ცვლიდნენ. აღნიშნული ხერხით, ზემოხსენებული პირები 67 მოქალაქის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

პროკურატურამ ი.ჭ-ს, გ.ჭ-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლა).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირები სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ი.ჭ.-ს და გ.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ.-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge