png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა

  • სამართალი
  • 24.07.2017
  • 18:08
 პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა, საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ა.დ. დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 21 ივნისს დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მივიდა ა.დ., რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ ეცვა სამსახურებრივი მაისური და თან ჰქონდა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ამ დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ რ.ქ, მისი მეგობარი მ.დ. და მეზობლად მცხოვრები პირები. ა.დ.-მ რ.ქ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. რ.ქ.-მ გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ა.დ. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ა.დ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ.ქ.-ს მეგობარს მ.დ.-ს და ლანძღვა-გინება დაიწყო იქვე მყოფი სხვა პირების მიმართ. ა.დ.-მ აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ.

ა.დ. სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თავის საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით) იქნა დაკავებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge