png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სს “ელიტ ელექტრონიქსი” განცხადებას ავრცელებს

  • ეკონომიკა
  • 13.07.2017
  • 13:14
სს “ელიტ ელექტრონიქსი” განცხადებას ავრცელებს

 სს “ელიტ ელექტრონიქსი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

"სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე.

უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს “ელიტ ელექტრონიქსის” მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.

რაც შეეხება 24 ივლისს სასამართლოში განსახილველ საქმეს საზოგადოებისათვის უფრო მკაფიო და გასაგები რომ იყოს განვმარტავთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც  ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ამ საქმეში სს “ელიტ ელექტრონიქსი” დაზარალებულადაა ცნობილი. ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რათა მიგვაჩნია რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართმსაჯულება. აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მ.სააკაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი, მან როცა ორი წლის წინაც შეგვახსენა თავი მისი ცილისმწამებლური განცხადებებით, იუწყებოდა რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ახალი მენეჯმენტი კომპანიის გაკოტრებით იყო დაკავებული და სახსრები საზღვარგარეთ უნდა გადარიცხულიყო, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციას იწვევდა. თუმცა განვლილმა ორმა წელმა ნათლად დაადასტურა, რომ სს “ელიტ ელექტრონიქსი” წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, მისი პოზიციები კიდევ უფრო მყარი გახდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მის სტაბილურ განვითარებას, გაკოტრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამით კიდე ერთხელ დადასტურდა ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებების აბსურდულობა.

მიგვაჩნია, რომ გამართული პესკონფერენცია გახლავთ ერთგვარი მცდელობა მართმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად და წამებული ბიზნესმენის იმიჯის მოსარგებად, რის გამოც ის საზოგადოებას შეახსენებს ხოლმე თავს. ეს კი მას აიძულებს პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს” იმიჯს და წარმოაჩინოს თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე უკანონო ხდება"".   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 09:58
1-ელი დეკემბრიდან ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა - მოემზადე რეგულაციისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge