png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონფერენციაზე მსჯელობენ

  • სამართალი
  • 04.07.2017
  • 14:04
 „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონფერენციაზე მსჯელობენ

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით გამართულ „ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ კონფერენციას ესწრება. 

კონფერენციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველომ 2014 წლიდან დიდი ძალისხმევა გასწია „კანონიერი  ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ასევე მაფიოზური ტიპის ახალი ფორმის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ქმედებების სამართლებრივი კონტექსტის, მიზნის და საზოგადოებისთვის არსებული საფრთხის უკეთ გაცნობის საკითხებზე. ხაზი გაესვა დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის, სისხლის სამართლის გამოძიების ყველა დონეზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები დანაშაულთან აქტიურად და ეფექტურად ბრძოლის მიმართულებით საკუთარ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
  • 12:29
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - "თეგეტა მოტორსში" Black Friday დაიწყო
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
  • 12:25
ირაკლი კობახიძე: კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა ეკონომიკასა და ტურიზმს დააზარალებს
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
  • 12:20
სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსული სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge