png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბრალდებულმა თავად ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული - პროკურორი

  • სამართალი
  • 26.06.2017
  • 15:14
ბრალდებულმა თავად ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული - პროკურორი

მოწმემ დაადასტურა, რომ  აეროპორტში, ბრალდებულმა თავად ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურშიც საწამლავი ჰქონდა დამალული, - განაცხადა ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მისივე თქმით, აეროპორტის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგში  მომწამვლელი ნივთიერება - ციანიდი იყო.

„ბრალდებულმა გაიარა რეგისტრაცია, ჩააბარა ბარგი და ამ თანამშრომლების თვალწინ ამოიღეს უმოკლეს დროში ბარგი. ბარგი შემოწმდა, არ ჰქონდა დაზიანება. გახსნილი არ იყო და ამ თანამშრომლების თვალწინ დაილუქა. არავითარი მანიპულაცია ბარგზე არ მომხდარა. მოწმემ დაადასტურა, რომ ბარგში აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი. თავად ბრალდებულმა ამოიღო ის „დეზოდორი“, რომლის თავსახურში მას ჰქონდა დამალული საწამლავი, რადგან აეროპორტის კონტროლის გვერდის ავლით გაეარა ამ ნივთიერებას. საბედნიეროდ, ეს ნივთიერება გადმოვარდა თავსახურიდან და გამომძიებელმა აიღო. დალუქვა მოხდა აეროპორტში. ფიზიკურად შეუძლებელია ლუქის გაჭრის გარეშე რამე მოთავსებულიყო. ამას ადასტურებს ფოტოსურათები. მთელი პროცესია დასურათებული, რა საჭიროება იყო ვიდეომასალის? სურათები გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ, რომ დაზიანებული არ იყო. ბრალდებულს სურდა ეს „დეზოდორი“ მალულად გაეპარებინა, მაგრამ შემთხვევით გადმოუვარდა,  ეს ყველამ იხილა", - განაცხადა წიკლაურმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge