png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ორგანიზებით აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის თაობაზე საქართველოში პირველი კონფერენცია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 31.05.2017
  • 15:46
 საქართველოს ბანკის ორგანიზებით აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის თაობაზე საქართველოში პირველი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) თაობაზე თბილისში პირველი რეგიონალური კონფერენცია (Wealth Conference) გამართა. ბანკის განცხადებით, Wealth Conference მიზნად ისახავს მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს, როგორც პრივატული საბანკო მომსახურების რეგიონალური ცენტრის გაცნობას.

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა  საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები, მათ შორის საუბარი იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის, ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შესახებ. კონფერენციას დაესწრენ წამყვანი ფინანსური ორგანიზაციები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ბანკის საერთაშორისო კლიენტები და სპეციალისტები იურიდიული და საგადასახადო მომსახურეობის სფეროდან.

 

„საქართველოს ბანკი აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. დღეისათვის ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს წარმომადგენლობითი ოფისების მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ქვია, მას კი მრავალი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. 

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კომერციული ბანკების მხრიდან თავიანთი საბანკო საქმიანობის დივერსიფიკაციას და ამ კუთხით ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება კომერციული ბანკებისაგან. მნიშვნელოვანია, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე მიანიშნებს და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“,  -  განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge