png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე - ანიტა რაჭველიშვილი

  • ეს საინტერესოა
  • 28.05.2017
  • 11:48
არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე - ანიტა რაჭველიშვილი

რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე, –  ამის შესახებ განცხადებას, მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი აკეთებს.

„ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მეცო-სოპრანო წერს, რომ რუსეთიდან მორიგი შეთავაზება მიიღო, თუმცა არ აპირებს კრემლში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას. რაჭველიშვილი წერს, რომ მანამ არ დადგამს ფეხს რუსეთის ტერიტრიაზე, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ანიტა რაჭველიშვილი აქამდე განხორციელებული ვიზიტებისთვის საქართველოსა და ყველა პატრიოტს ბოდიშს უხდის.

– მორიგი შემოთავაზება მოვიდა რუსეთიდან! კრემლში ფრანკო ძეფირელის გალას ატარებენ და მთხოვენ ჩავიდე! მომავალ წელს 1 მარტს!

რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ, არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!

ადრე ორჯერ ჩავედი, რადგან ვფიქრობდი, რომ კულტურასა და ხელოვნებას მაინც შეეძლო რაიმეს შეცვლა! ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი ჩემი ქვეყნისა და ყველა პატრიოტის წინაშე! შეცდომას საბედნიეროდ მეორედ არ ვიმეორებ!

მაპატიეთ, შეიძლება ჩემი პირადი აზრია, მაგრამ არ მესმის იმათი, ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე!

ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge