png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

  • ეკონომიკა
  • 25.05.2017
  • 15:53
 „ელიტ ელექტრონიქსმა“ Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარმოადგინა

„ელიტ ელექტრონიქსმა“ მომხმარებელს Hitachi-ს ბრენდის მაცივრების უახლესი სამი მოდელი წარუდგინა: Glass Deluxe, Glass და Standard. ახალი მოდელის მაცივრები აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებითა და ტექნოლოგიებით. ბრენდის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს Dual Fun Cooling სისტემა, ეს გახლავთ სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია, რომლის შედეგადაც მცირდება სასარგებლო ვიტამინების დანაკარგი გაყინვისას. ასევე ამ სისტემის საშუალებით ყინულის მომზადება შესაძლებელია  50 %-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი გაყინვის დროს. 

სისტემა Minus-Zero უზრუნველყოფს ცივი ჰაერის ნაკადის ეფექტურ გადანაწილებას მაცივარში და კლიმატკონტროლის სისტემის ზუსტ და სწრაფ მართვას, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად შემცირებულია ჰაერის პირდაპირი ზემოქმედება პროდუქტზე.  Nano Titanium ფილტრი და Triple Clean  ჰაერის გაწმენდის სამმაგი სისტემა - არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და აქრობს არასასიამოვნო სუნს. ავტომატური სისტემა Nano Moisture არეგულირებს ტენიანობას საყინულეში.

Hitachi-ს ბრენდის მაცივრებში გამოიყენება გამოწრთობილი მინის თაროები, რომლებიც უძლებენ დატვირთვას 100 კგ. დატვირთვას განაწილებულს მთელ ზედაპირზე. სპეციალური საფარი იცავს მინის თაროს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისაგან. აღნიშნული მაცივრები შეგიძლიათ შეიძინოთ „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიათა ქსელში როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

„ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Hitachi-ის ბრენდის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. იაპონური ბრენდი 107 წელია რაც მოღვაწეობს ბაზარზე. კომპანია ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს აწვდის მომხმარებელს და ერთ-ერთი პირველია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი - „ელიტ ელექტრონიქსი“ უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებითა და უმაღლესი ხარისხის  ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  • 12:10
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  • 12:06
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge