png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას? ქალები კუხნაში უნდა იყვნენ? - ნანუკა ჟორჟოლიანი

  • ეს საინტერესოა
  • 17.05.2017
  • 12:47
რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას? ქალები კუხნაში უნდა იყვნენ? - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ნანუკა ჟორჟოლიანი: არ მიყვარს არაფერი, რაც ტყუილია. თუ სიტყვა სიწმინდეც აღწერს, რაღაცას ისეთს, რაც თავისთავად ასე არაა, ამ სიტყვასაც ეხება არსიყვარული. იმედია ოდესღაც, ამ ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, თავის-უფალი, რომელიც გააუქმებს ყველაფერს მსგავსს.

რას ნიშნავს ოჯახის სიწმინდე? ვინ აღნიშნავს მას?

ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ქალი თუ გაბრაზებს უნდა სცემო? თუ ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღალატი არ არღვევს ამ სიწმინდის ფუნდამენტს. კაცები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალები კუხნაში უნდა იყვნენ? თუ ქალები, რომლებიც ფიქრობენ რომ კაცების მსახურობისთვის გაჩნდნენ?

ოჯახის სიწმინდე არის თავის-უფლება. როცა ადამიანები თავად გადაწყვეტენ, ინდივიდუალურად, ურთიერთობის ჟანრს. როცა, მხოლოდ საკუთარ გულს ჰკითხავენ ვინ და როგორ უნდა უყვარდეთ და ერთგულები იქნებიან ამ სიყვარულის. არ ააქვს მნიშვნელობა ფერს, სქესს, ენას... არაფერს, სიყვარულის გარდა.

სიწმინდეა, სადაც არ ადევს ბორკილები სიყვარულს. სადაც თავის-უფლებაა.

ხოდა თავის-უფალ სიყვარულს გისურვებთ . როცა თავად გადაწყვეტთ ვინ უნდა გიყვარდეთ და გადაწყვეტილების მიღების დროს უბრალოდ დაიკიდებთ რას იტყვის საზოგადოება, იმიტომ რომ სიყვარული მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და არავის სხვას.

თუ ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, როცა ოჯახი, სიყვარული, სექსი ნიშნავს თავის -უფლებას, გრძნობების პატიმრობის და ტყუილის გარეშე, მაშინ ამ დღეს გილოცავთ

მთავარია თავის-უფლება. დანარჩენი გემოვნების ამბავია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
  • 16:15
"თეგეტა ჰოლდინგი" სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
  • 14:36
სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით - შიო III
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
  • 13:58
მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას - დეკანოზი ჯაღმაიძე
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
  • 13:49
დრო მოდის ყოველთვის, როდესაც ცვლილება უნდა მოხდეს. ისე, როგორც წინა ხელისუფლება იყო და შეიცვალა - მეუფე საბა
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 13:23
PSP-ს კამპანია "რეცეპტი: სიმართლე" ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
  • 12:10
მიხეილ ყაველაშვილმა 232 მსჯავრდებული შეიწყალა
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
  • 12:06
გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
  • 10:25
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge