png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, იქაური ჰაერიც მეზიზღება - გვარამია სოჭში ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება

  • ეს საინტერესოა
  • 16.05.2017
  • 17:09
რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, იქაური ჰაერიც მეზიზღება - გვარამია სოჭში ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება

რამდენიმე დღის წინ სოჭში ჩატარებულ კონცერტს, რომელშიც რუსთავი 2-ის თანამშრომლები ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და მომღერალი ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღიშნულ ფაქტს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

“რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემს მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:

1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის - რ2ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენს მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.
2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან. შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზეც. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.
3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ - რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც - ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს. მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და მისი განზოგადება არ იქნებოდა სწორი.

ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის.”- წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge