სასამართლო: გვარამიას განცხადებები პირდაპირი ზეწოლაა მოსამართლეზე
საქართველო, თბილისი - 09:28 | 02.10.2015 ნანახია: 2409
თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელის ტელეკომპანია საქართველოსთვის ყადაღის დადების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მოსამსაზდებელი სხდომა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია საქართველოს მფლობელებს, ლევან და გიორგი ყარამანიშვილს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.
სასამართლო მოუწოდებს მხარეებს, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და თავი შეიკავონ მცდარი და დეზინფორმაციული განცხადებებისაგან. თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად.
”თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს პირდაპირ ეთერში მოსამართლის მიმართ გაჟღერებულ მუქარისა და ზეწოლის შემცველ განცხადებებს. სასამართლო მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადებებს მიიჩნევს პირდაპირ ზეწოლად მოსამართლეზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე ხელის შეშლის მცდელობად. სასამართლო პროცესები ღიაა და საჯარო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ თვალყური ადევნონ სასამართლო სხდომების მიმდინარეობას. სასამართლოში საქმისწარმოება შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















