პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
საქართველო, თბილისი - 18:23 | 02.06.2026 ნანახია: 1623
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ მხარეები უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.
ამის შესახებ მან სამშაბათს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მადიარის თქმით, უნგრეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე ტექნიკურ დონეზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ენობრივი, კულტურული და საგანმანათლებლო უფლებების საკითხებზე.
„ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედისმომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკურ დონეზე მათი დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება,“ - აღნიშნა მან.
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, თუ ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული, ის მზად არის მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს.
„უმცირესობებისთვის საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან საკუთარი კულტურული უფლებების დაცვა დამატებითი პრივილეგია კი არა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება სურს, ეს უფლებები უნდა დაიცვას,“ - განაცხადა მადიარმა.
მისი თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ ხანგრძლივი დავის მოგვარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უნგრეთსა და უკრაინას შორის უკვე ათ წელზე მეტია არსებობს.
„ჩვენ მზად ვართ, უნგრულ-უკრაინულ ურთიერთობებში ახალი გვერდი გადავფურცლოთ,“ - დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















