უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 05.06.2026
ნანახია: 27

უკრაინამ რუსეთიდან ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად 186 მოქალაქე დაიბრუნა.

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის განცხადებით, გათავისუფლებულებს შორის 185 სამხედრო მოსამსახურე და 1 სამოქალაქო პირია. დაბრუნებულები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.

მისივე თქმით, ისინი მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში მარიუპოლში და „აზოვსტალის“ დაცვის დროს, ასევე დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის და კურსკის მიმართულებებზე.

გათავისუფლებულებს შორის არიან ის სამხედროებიც, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში2022 წლიდან იმყოფებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე