საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:24 | 05.06.2026 ნანახია: 1365
დღეს რომ უხარიათ "ქოცებს" ლავროვის შეძახილი მწვანილებთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველო, ფაქტობრივად, სრულფასოვნად დამოკიდებულია რუსეთზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის არ შემოტანა, საქართველო ერთ კვირაში პურის გარეშე დარჩება, - ამის შესახებ ამის შესახებ „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
"მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან "ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობა დასახა ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად თავისი მმართველობის განმავლობაში. ამას მოჰყვა ის, რომ ამ დარგში ხელისუფლებამ უამრავი პროგრამა და სუბსიდია გამოყო და ამაში 10-13 წლის ინტერვალში მილიარდობით ლარი დაიხარჯა. საქართველო კი დღეს ისევ ვერ უზრუნველყოფს სასურსათო და კვების უსაფრთხოებას, საქართველო ვერ აკმაყოფილებს თავის აიდა მოხმარებას. ქვეყანა, რომელიც უნდა იყოს ექსპორტიორი შიდა მოხმარებასაც არ ჰყოფნის.
უფრო კონკრეტულად, 2013-2026 წლების ინტერვალში 10 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული სხვადასხვა პროგრამებისა და სუბსიდიების გავლით სოფლის მეურნეობაში საქართველოს ბიუჯეტიდან თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფული. მიუხედავადა იმისა, ერთის მხრივ ვერ ვაკმაყოფილებთ ადგილობრივ ბაზარს და მეორეს მხრივ, პროდუქტიულობის თვალსაზრისით, ქართული სოფლის მეურნეობა რამდენჯერმე ჩამორჩება ევროპულ სტანდარტის ყველაზე მინიმალურ ზღვარსაც კი.
ბოლო 13 წლის განმავლობაში, ხორბლის, რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ფუნდამენტია, მიუხედავად მილიარდობით სუბსიდიისა, ხორბლის ნათესი ფართობები პრაქტიკულად არ გაზრდილა, მოსავლიანობა კი საშუალოდ 1.5-2 ტონის ფარგლებში მერყეობს, რაც ადგილობრივი ბაზრის 10-15 პროცენტსაც ვერ აკმაყოფილებს, ანუ, ძირითადი პროდუქტის 15 პროცენტსაც კი ვერ ვაწარმოებთ ადგილობრივად, ხოლო დანარჩენი 85-90 პროცენტამდე ხორბლის მოხმარება დამოკიდებულია იმპორტზე. ეს კიდევ პრობლემა არ იქნებოდა რომ არ ვიცოდეთ ის, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე. ანუ, ამ 85-90 პროცენტის საქართველოში შემომტანი არის რუსეთი. რუსეთი, ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული, საერთაშორისოდ დადასტურებული გენოციდი აქვს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ნაწარმოები. დღეს რომ უხარიათ "ქოცებს" ლავროვის შეძახილი მწვანილებთან და სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, საქართველო, ფაქტობრივად, სრულფასოვნად დამოკიდებულია რუსეთზე. ერთ დღეს რომ გადაწყვიტოს რუსეთმა ხორბლის არ შემოტანა, საქართველო ერთ კვირაში პურის გარეშე დარჩება, ფაქტობრივად, ჩვენი შიდა წარმოებით ვახერხებთ, რომ მხოლოდ 15% დავაკმაყოფილოთ.
იმპორტზე დამოკიდებულება აგრეთვე შემაშფოთებელია ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის ზეთი, შაქარი, ხორცი, რძის პროდუქტები. აქ ისევ საუბარია რუსეთიდან შემოტანაზე.
მარტივი კითხვა ისმის, როგორ ხდება, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ოკუპანტზე ვართ დამოკიდებული ხორბლისა და პურის ფქვილის შემოტანაზე და მეორე, სად გაქრა 10 მილიარდ ლარზე მეტი. 10 მილიარდი ლარი ისე როგორ აორთქლდა ბუნებაში, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა ვერ აკმაყოფილებს შიდა მოხმარებას? არ ვსაუბრობთ რაიმეს ექსპორტზე გატანაზე.
ფაქტია, ეს პროგრამები და სუბსიდიები, რომელიც 10 მილიარდ ლარს მოიცავდა არაეფექტური იყო და ვერ გაზარდა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ლამას ემატება ის, რომ ძალიან ბევრი კვლევა და გამოძიება ადასტურებს, რომ ეს სუბსიდიები გაიცა კორუფციული გზით იმ ადამიანებსა და ბიზნესჯგუფებზე, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებულები. ზოგადად, ამ სუბსიდიების მიზანი იყო არა სოფლის მეურნეობის გაჯანსაღება, არამედ იყო ერთგვარი პენსია და აბსოლუტურად ნული ამონაგები აქვს.
ბიძინა ივანიშვილს გასცენ პასუხი და ბიძინა ივანიშვილმა გასცეს პასუხი ქართველ ხალხს და სხვადასხვა კორუმპირებული მთავრობების კასკადმა, სად გაქრა 10 მილიარდი ლარი", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















