შსს-მ კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე თურქეთის და სომხეთის მოქალაქეებს ბრალი წაუყენა
საქართველო, თბილისი - 09:38 | 01.10.2015 ნანახია: 2403შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლისა და ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1995 წელს დაბადებული ბარის ა. და 1981 წელს დაბადებული ზეკი ა, ასევე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული არმინე დ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კომპიუტერული მოწყობილობები ე.წ. სიმ-ბოქსები შეიძინეს, რომლებიც თბილისსა და მარნეულში, დროებით საცხოვრებელ ბინებში განათავსეს.
აღნიშნულ კომპიუტერულ მოწყობილობაში, რომელშიც ინტერნეტ-ტრაფიკის მეშვეობით საერთაშორისო ზარები შედიოდა, ბრალდებულები შპს „მობიტელის“ სიმ-ბარათებს ათავსებდნენ. სიმ-ბარათების მეშვეობით, ინტერნეტ-ტრაფიკით მიღებული ზარები საბოლოო ობიექტთან როგორც ლოკალური ზარი, ისე შედიოდა. ე.წ. სიმ-ბოქსი ზარის მიმღებს აწვდიდა იმ ნომრის მონაცემებს, რომლებიც ე.წ. სიმ-ბოქსში იყო მოთავსებული და არა ზარის წამომწყების ნომერს.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია, კომპიუტერული მონაცემების შეცვლის შედეგად, საერთაშორისო ზარების მომსახურების კანონით დადგენილი ქვედა ზღვრული ტარიფის ნაცვლად, გაცილებით ნაკლებს - ლოკალური ზარებისთვის განსაზღვრულ მინიმალურ თანხას იღებდა. ჩადენილი ქმედებით ბრალდებულებმა შპს „მობიტელს“ ჯამში 11 620 ლარის მატერიალური ზარალი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა, თბილისში - თურქეთის ორი მოქალაქის, ხოლო მარნეულში - სომხეთის მოქალაქის დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ე.წ. სიმ-ბოქსები, შპს „მობიტელის“ კუთვნილი, დიდი რაოდენობით სიმ-ბარათი, თანხის დაუფლების ამსახველი დოკუმენტაცია და სხვა ჩანაწერები.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლის და მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















