სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს - წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს
საქართველო, თბილისი - 18:39 | 26.09.2023 ნანახია: 950
სამოქალაქო საზოგადოება ევროპული კომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დენ ლაიენს წერილით მიმართავს, რომელშიც საუბარია საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
"ევროპას ქართველი ხალხის გულსა და მისწრაფებებში საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ის წარმოადგენს საქართველოს, როგორც ისტორიულ არჩევანს, ისე საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რისი საბოლოო მიზანიც ევროპის კავშირში (ევროკავშირში) გაწევრიანებაა. ამ გზაზე ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გააკეთა. ისტორიული გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განუსაზღვრა 12 პრიორიტეტის სია, რომლის შესრულებაც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ისინი მიზნად საქართველოს დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია. რასაკვირველია, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროპული კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა, აღნიშნა, მნიშვნელოვანი სამუშაო რჩება შესასრულებელი.
საქართველოში ვიზიტისას, ბატონმა ბორელმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ძლიერ ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ამასთან, პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც მიჩნეული უნდა იყოს, როგორც „ეროვნული ძალისხმევა, რომელიც საჭიროა, პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა იდგეს“. მან მოუწოდა ქართველ ლიდერებს, არ გაუშვან ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა“ და რომ „ევროკავშირს სურს, იხილოს საქართველოს წარმატება მის ევროპულ გზაზე“. მართლაც, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ევროპული პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მოახლოებასთან ერთად 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის ძალისხმევის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ პროცესმა, ევროკავშირში გაწევრიანების ეროვნული მიზნის მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანეს მომენტში, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა გააერთიანოს.
ევროინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმები კომპლექსური პროცესია, რომელიც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაწევით, ევროკავშირს შეუძლია მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული რეფორმების დღის წესრიგს და მნიშვნელოვნად გააძლიეროს საქართველოს ერთგულება მიზნისადმი, თანხვედრაში მოვიდეს ევროკავშირის კრიტერიუმებით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
მოცემულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს წინაშე სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევებია. ამ დროს კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ძალისხმევა გასწიოს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.
ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას." ნათქვამია წერილში.
ხელს აწერენ:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საქართველოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
- კავშირი საფარი;
- ღია საზოგადოების ფონდი საქართველო (OSGF);
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS).
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















