პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია, რომ თურმე პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე მიკერძოებული პირია - გივი მიქანაძე
საქართველო, თბილისი - 18:27 | 03.07.2023 ნანახია: 1450
„ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა და პირველი მოსმენითაც არ იყო დაწყებული საკითხის განხილვა არათუ პლენარულ სხდომაზე, არამედ საკომიტეტო ფორმატში, პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის დაადებდა ვეტოს ამ კანონპროექტს ისე, რომ არცკი დაელოდა, როგორ წარიმართებოდა განხილვა, რა პოზიციებზე იქნებოდა მსჯელობა და რა შედეგებამდე მივიდოდით“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს, კანონპროექტის პირველ, მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სხდომათა დარბაზშიც კი არ იმყოფებოდნენ.
„ სად იყვნენ ეს ადამიანები მაშინ, როდესაც ეს კანონპროექტი სიღრმისეულად და დეტალურად იხილებოდა და დღეს არგუმენტაციის გარეშე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას?“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შევიდა კონკრეტული ნორმები, რომელიც იძლევა საშუალებას, პრეზიდენტის წარმომადგენლის მონაწილეობით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნას 9-კაციანი კომისია, რომელმაც უნდა შეარჩიოს კონკრეტული კანდიდატი და წარუდგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს შემდგომი განხილვისთვის.
„პრეზიდენტის შენიშვნებში საუბარია იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტი არის ზეპარტიული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე არის მიკერძოებული პირი. პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის 1-ელ პუნქტში პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად და ეს პრინციპი არის უზენაესი და სწორედ ამაშია პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. როდესაც კომისია იხილავს კონკრეტულ კანდიდატებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი, თუნდაც ფორმალური ჩარევის უფლებაც არ აქვს. ის განიხილავს იმ კანდიდატურის წარდგენის შესაძლებლობას პარლამენტის წინაშე, რომელსაც კომისია წარუდგენს მას ღია და გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე. ახლა, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ თურმე პრეზიდენტს გარკვეულწილად ვართმევთ უფლებამოსილებებს, ამ კომისიას უნდობლობა თვით იმ ორგანიზაციებმა გამოუცხადეს, რომლებიც ამ კომისიის შემადგენლობაში იყვნენ. მათი განცხადებები ფარისევლურია, რადგან ორგანიზაციები, რომლებმაც უნდობლობა გამოუცხადეს და ოფიციალურად განაცხადეს, რომ შერჩევისა და დაკომპლექტების წესი მათთვის მიუღებელია, დღეს ამბობენ, რომ თურმე ის პროცედურები, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს შესაბამის ცვლილებებთან დაკავშირებით, ეს ყოფილა პრეზიდენტის ფუნქციის დაკნინება და გარკვეული უფლებამოსილების მიტაცება. ფაქტი ფაქტად რჩება - ამ ადამიანებმა პირდაპირ უთხრეს პრეზიდენტს, რომ ის შერჩევისა და დაკომპლექტების წესი, რაც ამ კომისიასთანაა დაკავშირებული, აბსოლუტურად მიუღებელია და ამიტომ ტოვებდნენ ამ კომისიას”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, „კვალიფიციური უმრავლესობით ანუ 2/3-ით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა ცალსახად განსხვავებულია ეცვროპის საუკეთესო პრაქტიკისგან და ვერავინ დაასწრებდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს ამ პრაქტიკის შემოღებას, მასში რომ რაიმე დადებითი კომპონენტი ყოფილიყო.
„ვერც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საკომიტეტო მოსმენისას თუ პლენარულ სხდომაზე და ვერც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეძლეს თუნდაც ერთი კონკრეტული ქვეყნის დასახელება, სადაც ეს პრაქტიკა განსხვავებულია ჩვენ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებისგან“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
- ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს | ვიდეო
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















