ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ მოლდოვას მისცეს, ამაზე ჩვენს უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ჰქონდა რეაქცია - პრემიერი
საქართველო, თბილისი - 14:41 | 06.06.2023 ნანახია: 933
ბოლოს მინდა ერთ საკითზე გავაკეთო კომენტარი, ბოლო დღეებია ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს, ე.წ. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცხადებამ ბრატისლავაში, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე თქვი, რომ უკრაინის სურვილი, ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი იყო უკრაინის სურვილი, რომ გამხდარიყო, თუ გახდეს ნატოს წევრი, კარგად გახსოვთ და შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა, ციტირება მოვახდინო რუსეთის ხელისუფლების, ანუ მათი განცხადებების, კითხვა იყო თუ როგორ ფიქრობთ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, ერთი, რომ უკრაინის სურვილი ჰქონდა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომ გამხდარიყო და გახდეს ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა მომეხდინა ციტირება. აქვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ევროკომისიის პრეზიდენტი და მან თქვა, რომ ეს ომი, ამ ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკრაინას აქვს სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა მე მინდა კითხვა დავუსვა აი ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომელიც არ ჩერდებიან, ჯობია გაჩერდნენ, უფრო მეტის თქმა შეგვიძლია, მაგრამ არ ვამბობთ. რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა პრაქტიკულად იგივე და ცოტა უფრო მეტიც, ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცა პერსპექტივა ნატოში გაწევრიანების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რამაც გამოიწვია აგრესია რუსეთის, საქართველოსა და უკრაინაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად ქუთაისში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არასწორი ინტერპრეტირება, დამახინჯება და არასწორი განცდების შექმნა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს. მისივე განცხადებით, ამ რთულ სიტუაციაში ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე.
„ეხლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას, რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას, ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას? კითხვა სად რჩება, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია, რომ იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს არ სურთ რეალურად ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
მე ვერაფრით ვხსნი უბრალოდ ამ სიტუაციაში, რთულ, გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე, ექსპერტი იქნება თუ ყოფილი მთავრობის წევრი, ნებისმიერი ქვეყნის, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ამ თემის არასწორი ინტერპრეტირებით და დამახინჯებით და არასწორი განცდების შექმნით. ეს ემსახურება ერთ მიზეზს და მე ეს არაერთხელ მითქვამს, უბრალოდ მინდა თქვენთვის გავაკეთო კომენტარი. მე ღია საუბარი მქონია მათ შორის ნატოს ხელმძღვანელობასთან, მოქმედთანაც და წინასთანაც, წინა პრემიერ-მინისტრობის დროს. მათთან მქონდა პირდაპირი საუბარი, არ მინდა რომ ამ საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო და დღესაც ბუნდოვანია საერთოდ, მე ვეუბნები რომ დღეს ქვეყანას ჯარი ყავს სრულად თავსებადი ნატოსთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ, ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, მაშინ როდესაც დსთ-ს წევრ ქვეყანა მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი.
ამაზე თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს ამ უპასუხისმგებლო ოპოზიციას არ ქონდა არავითარი რეაქცია. ამაში ჩანს, როგორ იცავენ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში და თქვენ ბოლო მინდა შეგახსენოთ, რომ მემგონი გუშინ, თუ გუშინ წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ თუ რეალური დაპირება არ იქნება, უკრაინაც ვერ ხედავს აზრს, რომ დაესწროს ვილნიუსის სამიტზე. ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. ამაზე უნდა გააკეთოთ თქვენ ეს სიუჟეტები და არა ყალბ მოგონილ ამბებზე. აი ეს იქნება ჩემი რჩევა.
ამ რთულ სიტუაციაში ჩვენს ქვეყანას უნდა ვუსურვოთ მშვიდობა, ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა იფიქროს მშვიდობაზე, მშვიდობის შენარჩუნებასა და სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრების ,თუ გარე მტრების სურვილებისა,“- განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















