რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია, როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით, მან დაკარგა უპირატესობა - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 18:31 | 31.05.2023 ნანახია: 778
რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ძალიან ხშირად გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, იმიტომ რომ ევროპა არ იზიარებს ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ იმ ბნელი ძალების გავლენა, რომლებიც ცდილობენ ჩვენი დემოკრატიული მომავალი შეაფერხონ. ევროპა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. მიუხედავადმისი ნაკლები დემოკრატიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი წინსვლა ევროპისკენ.
ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის უფრო დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილი, მე ვთვლი რომ უკრაინის გამარჯვება იქნება ამის საფუძველი უკრაინამ რასაც მიაღწია 22 წელს ეს არის ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ 2008 წელს და უკრაინამ ვერ მიაღწია 2014 წელს. ეს არის რუსეთის ზრახვების გამოვლენა. რუსეთი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად გაამართლოს თავისი აგრესია და ომები.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის აგრესია ახალისებს არა ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ბუნება, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიპყროს შეშინებით და ძალით.
სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ როცა მწვანე კაცუნები შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს. ნატოს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ამიტომ, ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ რეკომენდაციები ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოება და უშიშროება და ჩვენ ვთვლით რომ ეს ვაჭრობა რუსეთთან არის ამორალური და არ უნდა მივცეთ საშალება რუსეთს რომ კომპენსაცია მიიღოს უკრაინაში წამოწყებული აგრესიისთვის. რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა... ახლა გაჩნდა ამის შეგრძნება და განცდა, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის მიუჯდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და როგორი ტიპის მოლაპარაკებები წარიმართება, - ამბობს ზურაბიშვილი. [სინქრონული თარგმანი]
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















