ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამ განცხადებით ჩარეცხა ყველა ომში დაღუპული ქართველების სისხლი - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 18:16 | 30.05.2023 ნანახია: 750
„დღეს ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი - ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე,“ - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს მზადყოფნას ერთად შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა ხელისუფლების წინააღმდეგ.
„ნატო-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე იმართება კრემლიდან, პუტინის რუსეთის მიერ ევროკავშირის საბოტაჟის შემდეგ, ახალ უკვე დეკლარირებულად რუსმა ღარიბაშვილმა საქართველოს სახელით განაცხადა, რომ არ სურს ნატოში საქართველოს გაწევრიანება. ამ ერთი მოღალატეობრივი განცხადებით ჩარეცხა ფაქტობრივად ყველა ომში შინ თუ გარეთ დაღუპული ქართველების სისხლი, მოღალატე ღარიბაშვილმა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი და ეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის. უახლოეს ისტორიაში ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა, ამისთვის მოხდა ვარდების რევოლუცია მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და სწორედ 2003 წლის შემდეგ პირველი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის, ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა პარლამენტის წინ და სწორედ ამიტომ, 2008 წელს თავს დაესხა საქართველოს მკვლელი პუტინის რეჟიმი ,რადგან ამ ღირებულებებს არ ღალატობდა პრეზიდენტი სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება, სწორედ ამიტომ, 2008 წელს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, დედაქალაქი და არ მისცეს ტერორისტ პუტინის რუსეთს იმის საშუალება, რომ აეღოთ დედაქალაქი და საქართველო გამქრალიყო როგორს დამოუკიდებელი სახელმწიფო. აქვე შეგახსენებთ, რომ ამაში ლომის წვლილი აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც დღეს პუტინის ტყვეობაში იმყოფება.
ვის არ უნდა საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება? ძალიან მარტივად, რამდენიმე წამში თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს - ეს არის პუტინი, ოფიციალური მოსკოვი და ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არ არის ვიწროპარტიული თემა და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ეროვნული თემა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ცხადია, ეს პირველ რიგში ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ აქცია ჩვენი ქვეყანა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად დასვხდეთ და შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული რუსული მთავრობა ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















