ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს და საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერავინ გადაახვევინებს - ხატია დეკანოიძე
საქართველო, თბილისი - 17:53 | 30.05.2023 ნანახია: 709„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად ღარიბაშვილი საუბრობს იდენტურად ისე, როგორც საუბრობს კრემლი და რუსეთის ხელისუფლება. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას იტყვის. ძალიან ბევრი პარტნიორი გამოეხმაურა მის გზავნილებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, სადაც მან წარმოთქვა ის სიტყვები, რომელიც ნამდვილად საწინააღმდეგოა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის“, - განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოს არჩეული აქვს გზა, ეს არის ევროინტეგრაცია და ნატო. „ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერა აქვს ზუსტად ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ ვერავითარი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს ამ გზიდან ვერ გადაახვევინებს“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების კუთხით ყველაფრისთვის მზად არის და ამის თვალსაჩინო მაგალითია ის პროპაგანდა, რასაც ადგილი აქვს მმართველი პარტიის და ხელისუფლების მხრიდან.
„მსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ მძიმე პროპაგანდაზე, რომლისთვისაც ემზადებიან. ეს იქნება ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მსგავსი გზავნილები ამ დარბაზშიც მოვისმინეთ. ეს იქნება შემდეგი, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ევროკავშირსა და ნატოზე, სამაგიეროდ, დაიწყება ვითომ ე. წ. მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ და ღარიბაშვილის განცხადება არის ზუსტად ამის წინაპირობა. ეს არის ის მძიმე პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მთავარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს მტერია და მას არ სჭირდება მიზეზი იმისათვის, რომ სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნებს დაესხას თავს.
„რუსეთმა დაიწყო ომი 2008 წელს საქართველოში, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში. მას არავითარი მიზეზი ამისთვის არ სჭირდება, მთავარი მიზეზი პუტინისთვის რაც არის, ეს არის ის, რომ მას არ სურს იხილოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული უკრაინა და საქართველო, მოლდოვა და ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ის მიიჩნევს უპირობოდ თავის საკუთრებად. რუსეთს არ სურს საქართველო იყოს განვითარებული ევროპის ნაწილი. ტყუილია, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს სანაცვლოდ მივიღოთ რამე ქმედება და დაპირება. რუსეთს სურს მიიერთოს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ შთანთქას სრულიად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ვინც ამას ვერ ხედავს, ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს აყენებს საპირწონედ პროპაგანდასთან და ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებასთან, ის იქნება ძალიან მძიმედ შეფასებული საქართველოს ისტორიის მიერ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















