ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში სისხლიანი ომის პარალელურად შოულობს ასეულობით მილიონს, ყველა არგუმენტი არსებობს მისი დასანქცირების - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 14:47 | 25.05.2023 ნანახია: 966
ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში სისხლიანი ომის, ბავშვების ხოცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პარალელურად შოულობს ასეულობით მილიონს და შესაბამისად, ყველა არგუმენტი არსებობს იმის, რომ მოხდეს მისი დასანქცირება, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ახლო მომავალში მოხდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირება.
„სისხლიანი ომის პარალელურად, როცა უკრაინაში ხოცავენ ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას, ამ ომით ყველაზე მეტად სარგებლობს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ასეულობით მილიონს გამოიმუშავებს. შავი ფულის ტრიალით საქართველოში, სანქცირებული ოქროს გადმოზიდვის, ასევე ე.წ სამხედრო ჩიპების მიწოდებით სავარაუდოდ კრემლისთვის ბიძინა ივანიშვილი სისხლიანი ომის პარალელურად, ბავშვების ხოცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პარალელურად შოულობს ძალიან ბევრ მილიონს და შესაბამისად ყველა არგუმენტი არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხდეს სანქცირებულთა სიაში და ჩვენ გვახსოვს მისი ევტუშენკოვთან საუბარი და მისი ავთენტურობა არ უარუყვია არავის. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას უახლოეს პერიოდში აუცილებლად დაუწესდებათ სანქციები, რადგან ზედაპირზეა ის ყველაფერი, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილი - აფინანსებს უკრაინაში ბავშვების მკვლელობას, აფინანსებს პუტინის ომს და რაც მნიშვნელოვანია, აფინანსებს საქართველოს ოკუპაციას, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, მავთულხლართების გაბმა გრძელდება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება გრძელდება და სწორედ ამაში იხდის ბიძინა ივანიშვილი ბევრ მილიონს და ამის პარალელურად დამატებით ის აკეთებს ასეულობით მილიონს. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური გარემოცვის დასანქცირება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















