შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს დღეს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 15.05.2023
ნანახია: 1000

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 - 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან გამართავს.

ასევე, მონაწილეობას მიიღებს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე