საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა
საქართველო, თბილისი - 11:16 | 03.05.2023 ნანახია: 1048
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრო მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით კომპანია „აგროქართლმა“, რომელიც მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს, თბილისში ახალი შოურუმი გახსნა. შოურუმი 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„აგროქართლი“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. კომპანია უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი. ის ფარავს, როგორც კახეთს, ასევე, შიდა და ქვემო ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას და ახლა უკვე თბილისსაც.
„საქართველოს ბანკთან ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვიხარია, რომ მათი დახმარებით ახალი შოურუმის გახსნა თბილისშიც შევძელით. მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება ახალ შოურუმს - წარმოდგენილია მცენარეთა დაცვის ყველა ის საშუალება, რომელიც ფერმერს მოსავლის დაცვისთვის სჭირდება, ასევე არის ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ფართო არჩევანი“, - აღნიშნავს კომპანია „აგროქართლის“ დამფუძნებელი, გოგა სიმონიშვილი.
„საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს აგრო მიმართულებით პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტების წახალისებისკენ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. კომპანია საქმიანობას წლებია წარმატებით ართმევს თავს. ის სოფლის მეურნეობის სექტორში 22-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ კომპანია SYNGETA-სთან თანამშრომლობს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















