ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ, ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი- კობახიძე
საქართველო, თბილისი - 17:52 | 21.04.2023 ნანახია: 1504
ყველასგან ვითხოვთ სამართლიანობას, მათ შორის კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც კეზერაშვილს დევნილ მედიამფლობელად მოიხსენიებდნენ. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს არის სისხლიანი ფული, რომელიც მას ნაშოვნი აქვს ბიზნესის რეკეტის ხარჯზე, ჯარის გაძარცვის ხარჯზე და ახლა უკვე ევროპელი პენსიონრების გაძარცვის ხარჯზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მხარდაჭერა ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასეთ აქტებზე ჩვენ ყოველთვის ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით ფულს იღებენ კეზერაშვილისგან, იქნება ეს ხელფასის, თუ ნებისმიერი სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის მორალთან პირდაპირ დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნიშნავს ერთგვარ კომპრომისს მორალთან, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, მიუღებელია და ყველას გვინდა, ეს შევახსენოთ.
კეზერაშვილმა თავადვე არაერთგზის აღიარა, რომ ის აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები. აქ ჰქონდათ აღიარებითი ჩვენებები „გირჩს“ და სხვა დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს. ისინი არიან ყველა ერთად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ის აფინანსებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იგივე რადიკალურ ოპოზიციას. გარდა ამისა, მან ისაუბრა მედიასაშუალებების დაფინანსებაზე. ყველამ იცის, რომ ის აფინანსებს „ფორმულას“, ასევე ბოლო დროს აფინანსებს „მთავარ არხს“ და ამასთან დაკავშირებითაც ცნობილია ინფორმაციაც. ის საუბრობს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსებაზე. აქაც ყველამ ვიცით, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, რომელთა მიმართულებითაც მიედინება კეზერაშვილის სისხლიანი, კორუმპირებული ფული. ეს იყო მისი აღიარებითი ჩვენება და საზოგადოებამ აქედან უნდა გამოიტანოს დასკვნები. ერთი პლიუსი აქვს ამ ყველაფერს, მის მიერ საქართველოდან მოპარული ფული გარკვეული ფორმით ბრუნდება საქართველოში, თუმცა დანარჩენს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს კეზერაშვილის მხრიდან საკუთარი კორუფციით ნაშოვნი ფულის ჩადება, ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















