ვიღაცები პირდაპირ ქოცების მესიჯებზე სხდებიან, ამასობაში „რუსული ოცნება“, პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმის 9 აპრილის აქციას - ლევან ხაბეიშვილი
საქართველო, თბილისი - 21:39 | 10.04.2023 ნანახია: 1263
კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთები ხელისუფლების მესიჯებზე სხდებინ, ამასობაში კი „რუსული ოცნება“ რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას“.
“რეალური პრობლემა, ამ ქვეყნის მთავარი რუსული საფრთხე ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია მოკალათებული და გუშინდელი ჩვენი, ხალხის მოთხოვნის პარალელურად დღეს კრემლიდან მართულმა ღარიბაშვილმა აბსოლუტურად რუსულ სტილში დაიცვა კორუმპირებული სასამართლო კლანი რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არ არსებობს მართლმსაჯულება! რეალურად არსებობს ბიძინა ივანიშვილის ჯიხური - სახელად სასამართლო. ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად რუსული ოცნება აგრძელებს ჩვენი ქვეყნის რუსეთიზაციას და ყველა ახალი განცხადება ფაქტობრივად წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს. უმნიშვნელოვანესია კარგად გაიაზროს აბსოლუტურად ყველამ ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და რეალური შრომა, ენერგია მიემართოს ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. უკიდურესად სამწუხაროდ გამოიყურება ყველა დაკარგული დრო, ენერგია რომელიც არ მიემართება რეჟიმის წინააღმდეგ და მეტიც რეალურად არის სასარგებლო და ხელის წამშველებელი რუსი ოლიგარქისთვის.
ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ "ექსპერტობს", ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, მხართეძოზე წამოწოლილები წამომდგარან ... ვიღაცები პირდაპირ ქოცების, რუსული ოცნების მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის - მათი არჩევანი და ნებაა.
რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „რუსული ოცნების“ დასრულება - აბსოლუტურად უპირობოდ ვიბრძოლებთ ამ პრიორიტეტების ფარგლებში ხალხთან და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად.
ამასობაში „რუსული ოცნება“, რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო არხებით თავს ესხმიან 9 აპრილის აქციას. მსურს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს გადავუხადო მადლობა ვინც გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















