2012 წელს, ახალი მთავრობის მოთხოვნა იყო დამეთმო ბიზნესში ჩემი წილები და დამეტოვებინა საქართველო - დავით კეზერაშვილი
საქართველო, თბილისი - 23:49 | 02.04.2023 ნანახია: 990
სამწუხაროდ, 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ფორმულას ეთერში, გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საქართველოში ბიზნესი არ აქვს და მისი ერთადერთი აქტივი არის ტელეკომპანია „ფორმულა“.
„ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით - ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ - სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები.
პირველი კონტაქტი, კონტაქტს ვერც დავარქმევ, პირველი შემოთვლა ოცნების პარტიიდან ჯერ კიდევ მაშინ, ეს არჩევნებამდე იყო, დაახლოებით 10 დღით ადრე. არ ვიცი, რამდენად რეალური იყო, ვისგან მოდიოდა ან ვისგან არ მოდიოდა, თუ თვითნებურად იყო ეს, ვერ გეტყვით. მაგრამ ერთ-ერთმა მასთან დაახლოებულმა პირმა შემომითვალა, რომ არჩევნების შემდეგ, მე მომიწევდა ქვეყნიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აუცილებლად დამიჭერდნენ. პირველად, როცა ეს გავიგე, სერიოზულად არ აღმიქვამს, სიმართლე რომ გითხრათ, თუმცა არჩევნები რომ მორჩა და მათ გაიმარჯვეს, ეს შემოთვლები, ასე ვთქვათ, გახშირდა და მიიღო უფრო სერიოზული სახე. და მე 7 ოქტომბერს მივიღე გადაწყვეტილება და ოჯახთან ერთად წავედი საქართველოდან. ამის შემდეგ, იყო კი რამდენიმე კონტაქტი, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან მე არასდროს არ მქონია კონტაქტი და არც შეხება, არც ურთიერთობა. თუმცა, მასთან დაახლოებული ადამიანები, მე სახელებს და გვარებს ახლა არ ვიტყვი განგებ, ზოგი ახლაც არის, ზოგი აღარ არის ბიძინა ივანიშვილთან. გამოდიოდნენ ხაზზე, ჩემი პარტნიორების მეშვეობით. ერთ-ერთი მათგანი იყო ოქტომბერ-ნოემბერში, როდესაც მე დამიკავშირდნენ ჩემი პარტნიორები და თქვეს, რომ მთავრობის მოთხოვნაა, დავტოვო ბიზნესები საქართველოში ყველა, გადავცე და დავთმო წილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემ წინააღმდეგ დაიწყებოდა სამართლებრივი დევნა. ცოტა ვიფიქრე ამაზე, ვიმსჯელე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს იყო სწორი. სწორი იყო როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი პარნიორებისთვის, რადგან მათაც შეექმნებოდათ პრობლემა. მე გადავეცი ჩემი ინტერესები საქართველოში ამ ადამიანებს და ამის შემდეგ, მივიღე კიდევ ერთი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა იყო, რომ მე არ უნდა ჩავრეულიყავი არც ერთი ფორმით ქართულ პოლიტიკაში, რაზეც მე ვთქვი, რომ ისედაც არ ვერეოდი ქართულ პოლიტიკაში, 2008 წლიდან წასული ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა, მყავდა უამრავი მეგობარი, რომელიც პოლიტიკოსია“, - განაცხადა კეზერაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















