დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან - ალექსანდრე ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს
საქართველო, თბილისი - 17:23 | 31.03.2023 ნანახია: 1108„მე არ მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით საქართველოს პრეზიდენტი და ამის გამო ძალიან გაკრიტიკებდით. მე მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანამიმდევრული საქართველოს ეროვნული, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას, მე მეშინოდა, რომ თქვენ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს და ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ გამოსვლისას მოვისმინე და ზოგადად, ბოლო პერიოდში თქვენგან საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს ვისმენ. მადლობა თქვენ იმ პოზიციისთვის, რომლითაც ასე შეუპოვრად და მტკიცედ წარმოაჩენთ საქართველოს. დღეს თუ ვინმე წმენდს ჩვენ ქვეყანას ნამუსს, ეს ხართ თქვენ და ჩვენი ბიჭები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს.
მისი თქმით, ჩვენს სახელმწიფოს ახლა აქვს ორი დიდი მიზანი, ეს არის უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი და 2024 წელს, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება.
„უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი კანდიდატის სტატუსის მიღების ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა ევროპის კარი ღიაა და ჩვენ კონკრეტული დავალებები უნდა შევასრულოთ. მეორე ისტორიული ამოცანაა, რომ 2024 წელს ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ დღეს არის უიდეო და უშინაარსო ძალა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების ინერციაზეა გადასული. ღრმად მწამს, რომ „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლა იქნება დიდი ნაბიჯი წინ ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ გადმოსვლა დარბაზის საპირისპირო მხარეს ასევე, არ შეიძლება რადგან ეს იქნება 3-5 ნაბიჯი უკან გადადგმული, ვინაიდან თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში მხოლოდ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი. ამ ორი ეროვნული მიზნის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















