ვგმობთ ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვას - ენმ
საქართველო, თბილისი - 18:54 | 14.03.2023 ნანახია: 978
ნაციონალური მოძრაობა ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას ეხმიანება.
"ენმ გმობს ქართული ოცნების ორგანიზებული დაჯგუფების მიერ, კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვით, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დაწვას. ეს არის რუსული ოცნების მიერ კონსტიტუციის დარღვევით ორგანიზებული დანაშაული, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ.
საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველო იქნება ევროპაში !
ჩვენ, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი მომავლის გადასარჩენად საბოლოოდ გავიმარჯვებთ - საქართველო არ გარუსდება !
რუსული ოცნება პანიკაშია, მათ ვერტიკალში არის რღვევის შეუქცევადი პროცესი და ამ ვითომ ძალის დემონსტრირებით ისინი ცდილობენ საკუთარი თავის დამშვიდებას.
რუსული ოცნების დაჯგუფების მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილ დროშას კვლავ აღმართავს ქართველი ხალხი.
საქართველოს ბატონ-პატრონი არის ქართველი ხალხი.
ძალისა და ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ქართველი ხალხი.
საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, ადამიანებს რომლის აქტიური პროტესტის შედეგად რუსულმა ოცნებამ უკან წაიღო რუსული კანონი.
ქართველი ხალხი შეასრულებს ისტორიულ მისიას და საქართველო იქნება ევროპის ნაწილი, ერთიანი და მშვიდობიანი!
ძალა ხალხშია, ძალა სიმართლეშია, ძალა ევროპაშია !" - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















