მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გასნცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 15:23 | 30.09.2015 ნანახია: 2525
მთავარი პროკურატურა მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გასნცხადებას ავრცელებს. „პრაიმ ნიუ ჯორჯია“ აღნიშნულ განცხადებას გთავზობთ უცვლელად:
„საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვის“ - ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ ნათია მეზვრიშვილი 2013 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში და არც მანამდე მას სარგებლობაში არ ჰქონია ზემოაღნიშნული საშვი.
ნ.მეზვრიშვილის სარგებლობაში არსებულ სამსახურებრივ სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს შს მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №165 ბრძანებით დამტკიცებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესის საფუძველზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია თანხმობის დამადასტურებელი მოწმობა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ დამუქებაზე, რომელიც ნ.მეზვრიშვილის მიერ წარედგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დამუქების შემოწმების დროს. ნათია მეზვრიშვილი მისი განმარტებით რამოდენიმეჯერ მართლაც არის გაჩერებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ავტომანქანაზე მინების დამუქების გამო, რა დროსაც ამოწმებენ ხსენებული ნებართვის არსებობას. გუშინ გადაცემა „არჩევანის“ მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პროკურატურა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს როგორც გამოძიებას, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად პროკურატურის თანამშრომლები სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოიყენონ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებულ აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“.
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2 მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სრულად იყო ინფორმირებული, რომ ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია სარგებლობაში სპეციალური საშვი, ტელეკომპანიის მხრიდან მაინც მოხდა აღნიშნული არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რასაც ჩვენ ვაფასებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ჩვენს პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა რა დოკუმენტი მოითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და რა წარუდგინა მას მეზვრიშვილმა.
საქართველოს პროკურატურას პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა. პროკურატურის არცერთი თანამშრომელი არ სარგებლოს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაზეც მეტყველებს 2014 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 21, ხოლო 2015 წელს შედგენილი 25 ოქმი.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ახდენს სათანადო რეაგირებას, რაზეც მხოლოდ 2014-2015 წლებში დისციპლინური წესით დასჯილია პროკურატურის 11 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართადარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით 6 პირი დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან”, აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















