ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება
საქართველო, თბილისი - 13:54 | 09.01.2016 ნანახია: 2378
1-ელი იანვრიდან ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება და საქართცველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები ერთნაირ ტარიფს - 8 ლარს გადაიხდიან.
როგორც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაღის ადმინისტრაციას განზრახული აქვს, აამოქმედოს ახალი სააბონენტო სისტემა, რომელიც სხვადასხვა სახის ფასდაკლებას ითვალისწინებს.
ბაღის დათვალიერების:
- ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე განისაზღვრა 30 ლარით;
- ერთთვიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე განისაზღვრა 45 ლარით;
- ბაღის დათვალიერების ერთთვიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება განისაზღვრა 60 ლარით;
- ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ერთ სულზე განისაზღვრა 50 ლარით;
- ერთწლიანი აბონიმენტის ღირებულება ორ სულზე განისაზღვრა 70 ლარით;
- ერთწლიანი საოჯახო აბონიმენტის ღირებულება განისაზღვრა 100 ლარით;
- აბონიმენტის მფლობელი ბაღის ტერიტორიაზე დაიშვება დღის განმავლობაში ერთხელ, დროის შეუზღუდავად
ბაღის ადმინისტრაციას, გარკვეული შეღავათები აქვს დაწესებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვადასხვა კატეგორიის დამთავალიერებლებისათვის.
ბოტანიკური ბაღის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ობლები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები და სტუდენტები, ასევე 10 წლამდე ბავშვები და იმ ოჯახის წევრები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000. აღნიშნული შეღავათი დაიშვება სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ.
„ბოტანიკური ბაღის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფასო დაშვების უფლებით ისარგებლებენ იმ დაწესებულებათა ჯგუფები, რომლებთანაც ბაღს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, მეცნიერ-მკვლევარები, სტუდენტ-ლექტორთა ის ჯგუფები, ვინც გადის საწარმოო პრაქტიკას. ბაღის ტერიტორიაზე ასევე უფასოდ დაიშვებიან ბაღის სხვადასხვა პროექტებში ჩართული მოქალაქეები, საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილეები, მეგობართა კლუბის წევრები, ოფიციალური სტუმრები და დელეგაციები, რომელთა ბაღის ტერიტორიაზე დაშვების საკითხს ბაღის ადმინისტრაცია ინდივიდუალური გადაწყვეტილებითა და სათანადო აღრიცხვით მიიღებს”, აღნიშნულია ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების სატარიფო განაკვეთი ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოების განხილვის საგანი გახლდათ. ზოგი არსებულ დიფერენცირებულ ფასს - საქართველოს მოქალაქეებისათვის 3 ლარს და უცხოელებისათვის 8 ლარს, დისკრიმინაციულად მიიჩნევდა. დიფერენცირებულ ფასთან დაკავშირებით, როგორც დისკრიმინაციულთან, საკუთარი რეკომენდაცია საქართველოს სახალხო დამცველმაც შეიმუშავა.
თავის დროზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ, გამოთქვა მზადყოფნა ეხელმძღვანელა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებითა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, და არსებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან კონსულტაციების შემდგომ, მიემართა ბათუმის მერისათვის ახალი სატარიფო გეგმის დამტკიცების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებით და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 15 დეკემბრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, პირველი იანვრიდან ვიზიტიორებისთვის ბილეთის ფასი დიფერენცირებული აღარ იქნება და რვა ლარი ეღირება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















