2016 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს
საქართველო, თბილისი - 11:46 | 05.01.2016 ნანახია: 2100
2016 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, უწყებამ 2015 წელს აქტიური პიარ და სარეკლამო კამპანიები განახორციელა 9 სამიზნე ქვეყანაში. აქტივობები სამიზნე ქვეყნების 20-მდე ქალაქში გარე და ონლაინ რეკლამებს, ასევე აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებდა.
„აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტმა 2015 წელს 35 ინფოტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედია საშუალებების 228 ჟურნალისტი და 144 ტურ-ოპერატორი სტუმრობდა“, აღნიშნა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.
პრესს ტურების შედეგად სამიზნე ქვეყნების წამყვან მედია გამოცემებში რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ 170-მდე სარეკლამო ხასითის სტატია დაიბეჭდა, ასევე მომზადდა ტელე და რადიო სიუჟეტები, რომელთა წვდომამ საერთო ჯამში 38 263 593 შეადგინა.
როგორც მამუკა ბერძენიშვილი აცხადებს, 2015 წელს, ტურიზმის დეპარტამენტმა სარეკლამო კამპანიები აწარმოა თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, ისრაელში, პოლონეთში, ყაზახეთში, ლიტვასა და საქართველოში. რეკლამები მოიცავდა ბილბორდებს, ლაითბოქსებს, ავტობუსების ბრენდირებას, გაჩერებების შეფუთვასა და რეკლამებს ეკრანებზე ხალხმრავალ ადგილებში.
„გარე რეკლამების წვდომამ აღნიშნულ ქვეყნებში 43 687 537 შეადგინა. გარდა ტრადიციული მარკეტინგული ღონისძიებებისა, დეპარტამენტი 2015 წელს აქტიურად ახორციელებდა რეგიონის ონლაინ რეკლამირებას სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებითაც, შედეგად დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს Gobatumi.com 411 588 მუდმივი მომხმარებელი ჰყავს. აჭარის რეგიონის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტმა გასულ წელს 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და კონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საერთაშორისო ღონისძიებებსა და ეკონომიკურ ფორუმებში ყაზახეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, ბულგარეთსა, კვიპროსსა და თურქეთში“, აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2015 წელს, წინა წლისგან განსხვავებით ტურიზმის დეპარტამენტმა PR აქტივოვობები არამარტო ზაფხულის სეზონამდე, არამედ ივლისი-აგვისტოს ცხელ დღეებსა და ზამთარშიც განახორციელა. სარეკლამო კამპანიებიდან, სამიზნე ქვეყნებში განხორციელებული რეკლამების გარდა, აღსაღნიშნავია დეპარტამენტის მიერ მომზადებული 15 წამიანი სარეკლამო კლიპი ზამთარში აჭარაში დასვენებისა და დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში პოპულარული ტელეარხის „Discovery Channel” ეთერით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იანვრის ბოლომდე გადაიცემა. აღნიშნულ ქვეყნებში Discovery Channel 1,5 მილიონი მაყურებელი ჰყავს. აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობდა საქართველოშიც, რაც ქვეყნის დიდ ქალაქებსა და თბილისში სარეკლამო ბილბორდების, ფოტო-ბანერების განთავსებასა და სარეკლამო ფლაერების გავრცელებას, ასევე საქართველოს რეგიონალურ არხებზე („აჭარის ტელევიზია“ „გურჯაანი“, "ქვემო ქართლი TV“, "თრიალეთი", "მეცხრე ტალღა") სარეკლამო კლიპის გაშვებას გულისხმობდა.
„2016 წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურ PR კამპანიებს იწყებს რუსეთშიც, რადგან ამ ქვეყნის მიერ დაფიქსირდა დიდი ინტერესი რეგიონის მიმართ, რასაც ემატება განახლებული ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა, მიმდინარე წელს, დეპარტამენტი გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად სამიზნე ქვეყნებში გეგმავს როგორც პირდაპირ რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ეკრანები, ავტობუსების ბრენდირება და გაჩერებების შეფუთვა), ასევე სხვადასხვა პიარ აქტივოებებს, მათ შორის კონკურსებს, აჭარის დღეებისა და ფესტივალების მოწყობას, პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას“, აცხადებს მამუკა ბერძენიშვილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















