შსს-ს მიერ ცხელ კვალზე დაკავებული პირი ყაჩაღობის სხვა შემთხვევებშიც ფიგურირებს
საქართველო, თბილისი - 13:17 | 30.12.2015 ნანახია: 1890
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ნუგზარ გ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნიღბიანი ბრალდებული თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალს თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ნუგზარ გ.-ს მიმართ დევნა განახორციელეს, რა დროსაც მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი და ჩანთა, რომელშიც ბანკიდან გატაცებული თანხა იდო, ქუჩაში გადააგდო. ორმხრივი სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ნუგზარ გ. ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბანკიდან გატაცებული ფული - 2000 ევრო, 6000 აშშ დოლარი და 4000 ლარი, ასევე, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 44 საბრძოლო ვაზნა, ჯავშანჟილეტი და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ტიპის 12 ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანჟილეტი.
გამოძიებით დადგინდა დაკავებული პირის კავშირი ბოლო პერიოდში ბანკებში მომხდარ ყაჩაღობის სხვა ფაქტებთან, რაც ბრალდებულმა თავის ჩვენებაშიც დაადასტურა. კერძოდ:
2012 წლის იანვარში ნუგზარ გ.-მ თბილისში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, N184-ში მდებარე იარაღის მაღაზია „გლოკი“ დააყაჩაღა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა აღნიშნული მაღაზიის დაცვის თანამშრომელს და 11 ცალი პისტოლეტი გაიტაცა.
2013 წლის 29 იანვარს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 11000 ლარი, 2300 აშშ დოლარი და 2000 ევრო გაიტაცა.
2013 წლის 21 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 23000 ლარი, 10000 აშშ დოლარი და 250 ევრო გაიტაცა.
2014 წლის 20 მარტს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 4000 ევრო, 12500 ლარი და 2000 აშშ დოლარი გაიტაცა.
2004 წლის 7 აპრილს თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღა, საიდანაც 8000 ლარი, 4000 ევრო და 11000 აშშ დოლარი გაიტაცა.
2015 წლის 4 თებერვალს თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 5000 ლარი, 5000 ევრო და 15000 აშშ დოლარი გაიტაცა.
2015 წლის 24 აპრილს თბილისში ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 3000 აშშ დოლარი, 3000 ევრო და 17000 ლარი გაიტაცა.
გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით), ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით) და პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















