სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძზე ტურისტების მოსახვედრად სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნა
საქართველო, თბილისი - 10:57 | 29.12.2015 ნანახია: 3509
სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძზე მოხვედრა უკვე მარტივად შეიძლება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თინათინ ზოიძის ინფორმაციით, კურორტზე მოხვედრა ტურისტასთვის საკმაოდ იოლად შეიძლება, ამისათვის კი უკვე დაინიშნა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც გოდერძიზე ტურისტების აყავანას უზრუნველყოფს.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ დაინიშნა პირდაპირი ტრანსპორტი გოდერძამდე, რომელიც სრულდება ყოველ დღე. უფრო კონკრეტულად, ბათუმიდან ყოველ ერთ საათში ხულოს მიმართულებით გამოდის მიკროავტობუსი, რომლითაც მგზავრობის ღირებულება 5 ლარს შეადგენს. ხოლო ხულოს ცენტრიდან კი გოდერძის მიმართულებით გამოდის ე.წ. „დელიკა“, რომლის მომსახურებაც კაცზე 7 ლარია“, აცხადებს თინათინ ზოიძე.
აღსანიშნავია, რომ სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ბათუმიდან 109 კმ დაშორებით, აჭარის მაღალმთიანეთში გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებითაა გამორჩეული. დღემდე კურორტმა 100-მდე ქართველ და უცხოელ ტურისტს უმასპინძლა.
კურორტი გოდერძი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ოფიციალურად გახსნა. კურორტი რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი იქ ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს. ამ ეტაპზე კურორტი გოდერძი მომხარებელს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძეც 8 კილომეტრია. კურორტზე დამსვენებლებს რვაადგილიანი საბაგირო და ექვსადგილიანი ბაბლი ემსახურება.
ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით „ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ“ შეიმუშავა კურორტ გოდერძის ტურისტული პაკატები, რომელთა შეძენაც მსურველებს საინფორმაციო ცენტრებში შეუძლიათ. პაკეტების ღირებულება განთავსების ობიექტების მიხედვით განსხვავებულია.
პაკეტების ფასები კოტეჯების შემთხევაში ასეთია: 3 დღიანი სრული პაკეტის ფასი, (2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში) 1 დღე 1 ადამიანზე შეადგენს 155 ლარს, რომელიც მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).
4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე კოტეჯში 1 ადამიანზე შეადგენს 145 ლარს და აღნიშნული ტარიფი მოიცავს: ღამისთევა კოტეჯებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძამდე და უკან. (ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით).
ასევე არსებობს პაკეტები 3 დღიანი მხოლოდ ღამისთევის, რომელიც სამჯერად კვებასაც მოიცავს.
უფრო კონკრეტულად, კოტეჯებში 2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში1 დღე / 1 ადამინი ღირს 90 ლარი, ხოლო 4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში- 80 ლარი.
რაც შეეხება, პაკეტების ფასები საოჯახო სასტუმრო სახლების შემთხვევაში ასეთია:
2 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში, 1 დღე / 1 ადამინი ტარიფის ღირებულება 110 ლარს შეადგენს და პაკეტი მოიცავს: ღამისთევა საოჯახო სახლებში, თხილამურები მთელი დღით, საბაგირო მთელი დღეთ, სამჯერადი კვება, ტრანსპორტირება ბათუმიდან გოდერძმდე და უკან, ასევე ტრანსპორტირება სოფ. დანისპარაულიდან სათხილამურო ბაზამდე და უკან.
4 ადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი 1 დღე / 1 ადამინის ტარიფი 40 ლარია. პაკეტი მოიცავს ღამისთევას და კვებას.
ამ ეტაპზე, კურორტზე 6 სასტუმროს ტიპის კოტეჯია განთავსებულია, თითო 12 ადამიანზეა გათვლილი. კურორტზე ასევე ფუნქციონირებს საცხოვრებელი სახლის ტიპის კოტეჯი, რომელშიც 36 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. კურორტიდან 4 კმ დაშორებით კი მდებარეობს სასტუმრო „მეტეო“, სადაც ასევე შესაძლებელია ტურისტების განთავსება.
კურორტზე მოხვედრა შესაძლებელია როგორც ბათუმიდან ასევე ქობულეთიდან. ბათუმის ცენტრიდან ხულოს მიმართულებით ყოველდღიურად გადის ტრანსპორტი. ხულოს ცენტრში კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა დანიშნა სპეციალური მარშრუტი გოდერძის მიმართულებით. შესაძლებელია კერძო, (ორ ხიდიანი გამავლობის) ტრანსპორტის დაქირავებაც, როგორც ხულოს ცენტრიდან, ასევე ბათუმიდან და ქობულეთიდან.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















