2015 წელს ბანკებმა სხვადასხვა დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაციაზე საკმაოდ დიდი რესური დახარჯეს
საქართველო, თბილისი - 11:59 | 28.12.2015 ნანახია: 1783
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ბოლო 4 თვის მანძილზე მედიაში და ინტერნეტ სივრცეში კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობის მონიტორინგი ჩაატარა (იგულისხმება ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, სოციალური მედია, გარე რეკლამა და სხვადასხვა ინტერნეტ პორტალი).
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015 წელს ბანკები საკმაოდ დიდ რესურს ხარჯავდნენ სხვადასხვა დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაციაზე. პარალელურად, უმჯობესდებოდა ტექნიკური მხარე, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო უმარტივებს სხვადასხვა საბანკო მომსახურების მიღებას.
კვლევამ აჩვენა, რომ კომერციული ბანკები სხვადასხვა წამახალისებელი აქციების საშუალებით მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ უფრო აქტიურად ისარგებლონ უკონტაქტო ბარათებით. ამას ბონუს პროგრამებით და სხვადასხვა შეთავაზებებით ახერხებენ. მაგალითად, თუ მომხმარებლები პლასტიკური ბარათით შეიძენენ რაიმე პროდუქტს, მათ ერიცხებათ ქულები, ან რამდენჯერმე სარგებლობის შემთხევაში გადაეცემათ სხვადასხვა საჩუქრები.
„საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში გაიზარდა ლარში ანაბრების პროცენტი. ამ მიმართულებით სხვადასხვა სარეკლამო კამპანია დაიგეგმა. რეკლამებში ნაჩვენები არის გრძელვადიანი ანაბრის პროცენტი, თუმცა არაფერია ნათქვამი ანაბრის ვადის შესახებ. აქედან გამომდინარე შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შევიდეს და სარეკლამო ტექსტის მიხედვით იფიქროს, რომ მითითებულ სარგებელს მოკლევადიანი დეპოზიტების შემთხვევაშიც მიიღებს.
დაკვირვების შედეგად კვლავ გამოიკვეთა დადებითი ტენდეცია იმისა, რომ რეკლამების საშუალებით მომხმარებლებს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე წინა წლებში. საპროცენტო განაკვეთი მინიმალური ნიშნულით ფიქსირდება. მაგალითად სესხები 12 %-იდან; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15 %-იდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები სესხს ამაზე დაბალ პროცენტში არ გასცემენ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მცირე სესხების დროს ბანკები საერთოდ არ უთითებენ პროცენტს და სხვა გამარტივებულ პროცედურებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ბანკები მომხმარებლებს სხვადასხვა სასესხო პროდუქტების სარგებლობის შემთხვევაში საკრედიტო ბარათებს საჩუქრად სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჩუქარი ნებაყოფლობითია და თუ მომხმარებელი ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას, ის სესხით ვერ ისარგებლებს. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის რეკლამებში საპროცენტო განაკვეთზე და დამატებით საკომისიოებზე არაფერია ნათქვამი”, აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების” მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
კვლევამ აჩვენა ასევე, რომ ბანკები ახალი წლის დადგომასთან ერთად, აქტიურად სთავაზობენ მომხმარებლებს 0%-იანი განვადების რეკლამებს, სადაც არ არის მითითებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. თუმცა დადებითი ფაქტია, რომ დამატებითი საკომისიოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია არის მიწოდებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც სესხის პროცენტი შესაძლოა იყოს 0%-ისგან განსხვავებული და ეს ინფორმაცია არ არის რეკლამაში მითითებული. ბოლო 4 თვის განმავლობაში ბანკები ონლაინ განვადების აქციებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. თუმცა სტანდარტული განვადებისგან განსხვავებით, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მითითებული სესხის პროცენტი და სხვა დამატებითი დანახარჯები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნაღდი ფულით შეძენის შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სხვა ნივთების ღირებულება, ვიდრე მისი განვადებით შეძენისას. მომხმარებლის მოლოდინი, რომელსაც ჰქმნის მსგავსი ტიპის სარეკლამო რგოლები, ხშირად აცდენილია რეალობას. საბოლოოდ კი მომხმარებელი რჩება განაწყენებული და მოტყუებული.
„საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იცავენ მომხმარებლის ინტერესს. ზოგიერთმა სარეკლამო რგოლმა შესაძლოა ბანკის კლიენტი შეცდომაში შეიყვანოს. ყველა ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. გასულ წლებთან შედარებით გამოიკვეთა დადებითი ტენდენცია ინფორმაციული სახის სარეკლამო კამპანიებთან დაკავშირებით. აქამდე თუ მითითებული იყო მხოლოდ პროდუქტის დადებით მხარე, ახლა ხშირ შემთხვევაში ხაზგასმულია ყველა ის ფინანსური ხარჯი, რაც თან ახლავს პროდუქტით სარგებლობას. რაც შეეხება ბანკებს ისინი უფრო მეტი პასუხისმგელობით უნდა მოეკიდონ მათ მიერ წარმოებულ სარეკლამო კამპანიას და მაქსიმალურად დაიცვან მომხმარებლის ინტერესები. სარეკლამო რგოლი კი უნდა ასახავდეს რეალობას და არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში”, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















