ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა
საქართველო, თბილისი - 15:34 | 17.12.2015 ნანახია: 1873საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა. დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა.
შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიაში,
ჩინეთის ეროვნული ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში, სადაც ჩინურმა მხარემ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების ჩინეთში რეგისტრაციის ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.
ჩინეთის ეროვნული ექსპორტ-იმპორტის კორპორაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდთან ერთად ახლო მომავალში იგეგმება. დავით საგანელიძე ქართულ დელეგაციასთან ერთად ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციულ ბანკს ეწვია, სადაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს განვითარების კორპორაციის კონცეფციაზე ისაუბრა და ჩინურ მხარეს ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახალი უწყების ფორმირების პროცესში ჩართვა შესთავაზა. „საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი, შესაბამისად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის აღიარებით და ევროპასთან ინტეგრაციით შესაძლებელი იქნება საერთო სარგებლის მიღება, როგორც ევროპის ასევე აზიისთვის“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდში“, „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში“, „ჩინეთის განვითარების ბანკში“. ჩინელი პარტნიორები მიესალმებიან საქართველოში ახალი საფინანსო ინსტიტუტის შექმნის განზრახვას და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ფორმირების პროცესში.
„ჩინეთის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, განვითარების კორპორაციის დაარსების შემთხვევაში ბანკის დირექტორთა საბჭო ახალი საფინანსო ინსტიტუტის აქციათა პაკეტში თანამონაწილეობის საკითხსაც განიხილავს.
საქართველოს დელეგაცია ეწვია ჩინეთის კუანტუნის პროვინციის ქალაქებს, სადაც შეხვედრები გაიმართა თაივანის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციაში. რეგიონში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აგრარული მეურნეობა და სათბურები, იახტების სამშენებლო კომპანია. დავით საგანელიძემ გამოთქვა ინიციატივა ანაკლიაში ანალოგიური იახტების საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით. დელეგაციამ ქალაქის ვიცე მერთან ერთად ასევე დაათვალიერა ყველაზე დიდი ეკოპარკი. ჩინურმა მხარემ საქართველოში ანალოგიური პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.
დელეგაციის წევრები კუანტუნის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობისა და ღვინის ინდუსტრიულ კორპორაციას ესტუმრნენ. კორპორაციის გენერალური მდივანი ტაი ლი ძუანი მიესალმა ქართული ღვინის რეგიონში შეტანის იდეას და ქართული მხარე საერთაშორისო ექსპოზიციაზე მიიწვია.
საქართველოს დელეგაციამ დასკვნითი შეხვედრა კუანტუნის პროვინციის ქალაქ შენჭენში, უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო ინოვაციების კომპანია ZTE-სთან გამართა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იანგ ძინიმ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. კომპანია მზად არის საპარტნიორო ფონდთან ერთად საქართველოში დაიწყოს ინოვაციური ტექნოლოგიების განხორციელება და დანერგვა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ დელეგაციამ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















