5 წლის განმავლობაში 972 არასრულწლოვანი განერიდა სასჯელს
საქართველო, თბილისი - 15:51 | 11.12.2015 ნანახია: 2230
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით გაიმართა კონფერენცია, რომელზეც არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის 5 წლის შედეგები შეჯამდა. კონფერენცია სახელწოდებით - „არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა − 5 წელია მოქმედებიდან და ერთი წელი რეფორმებიდან “ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროექტის − „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამა ეფექტური საშუალებაა არასრულწლოვნის მართლშეგნების ამაღლებისთვის. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირისა და დაზარალებულის ინტერესებს. პროგრამა მიმართულია ქვეყანაში დანაშაულის პრევენციაზე.
პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
კონფერენციას დაესწრნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი რენა ტევინტერი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, მთავარი პროკურატურის მოადგილე გიორგი გოგაძე და სხვები. კონფერენცია თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა.
შეხვედრა სიტყვით გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ. შეჯამდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგები, დაჯილდოვდნენ პროგრამაში ჩართული წარმატებული პროფესიონალები: პროკურორები, მედიატორები და სოციალური მუშაკები.
არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა 2010 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის მეშვეობით, 2015 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით განრიდებულია, 972 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დადასტურებული განმეორებითი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ია.
2014 წლიდან პროგრამაში განხორციელებული რეფორმების თანახმად, თუ მანამდე პროკურორს უფლება ჰქონდა, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მიემართა განრიდების მექანიზმისთვის, ამჯერად მას უფლება მიენიჭა, გარკვეული სახის მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც ჩაერთო არასრულწლოვანი პროგრამაში. 5 წლის განმავლობაში პროგრამაში ბევრი რამ დადებითად შეიცვალა, მათ შორის 2014 წელს გაიზარდა მედიატორის როლი. ამით პროგრამა კიდევ უფრო დაუახლოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიაციის მაჩვენებელი. 2016 წლის იანვრიდან კი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ცვლილებები კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხება.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისთვის წარმოადგენ შანსს, განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის მოხდის გარეშე. პროგრამაში მონაწილეობა ითვალისწინებს ვალდებულებებთან ერთად არასრულწლოვნის ჩართვას ახალგაზრდულ და სოციალური სახის სხვადასხვა პროექტში, რაც მას მისცემს სტიმულს, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის საჭირო სწორი ნაბიჯები.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















