საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს
საქართველო, თბილისი - 14:15 | 09.12.2015 ნანახია: 2171
საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები.
„ჩვენს მიერ შესწავლილი 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ლიმიტს (საშტატოს 2%, ან 5 ერთეული). მიუხედავად ამისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები კანონს არღვევენ. 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი ზემოაღნიშნული ლიმიტიდან გამონაკლისს უშვებს. კერძოდ, პროცედურის თანახმად, უწყება, მიმართავს მთავრობას ლიმიტის გაზრდის თაობაზე, ხოლო მთავრობა განკარგულებით აძლევს თანხმობას. შესწავლილი 79-დან 61 უწყებას მთავრობის მიერ თანხმობა ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდაზე. სულ მთავრობამ 2013-2015 წლებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან დაკავშირებით 170-მდე განკარგულება გამოსცა, რომელიც ამ უწყებებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ საბიუჯეტო კოდექსით დადგენლილი შეზღუდვები. პირველ დიაგრამაზე მოცემულია ის ოცდაათი საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლებიც ყველაზე მეტად აჭარბებენ 2%-იან ლიმიტს”, აღნიშნულია კველავში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ში განმარტავენ, რომ შტატგარეშე რიცხოვნობის ლიმიტის ასეულობით პროცენტით გადაჭარბება ფორმალურად არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ეყრდნობა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტს, რომელიც ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას როდესაც მთავრობის თანხმობით შესაძლოა ლიმიტი გაიზარდოს, თუმცა როდესაც 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 61-ს საგრძნობლად გაზრდილი აქვს ლიმიტი ეს მოვლენა უფრო წესად უნდა ჩაითვალოს ვიდრე გამონაკლისად და რეალურად 2015 წლის (ისევე როგორც 2014 და 2013) ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერილი ეს ნორმა, როგორც კვლევიდან ჩანს, არანაირ ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა.
„კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რამდენად შეესაბამება დღესდღეობით საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით მომუშავე ადამიანების საქმიანობა ამ სტატუსს, რომელიც, კანონის მიხედვით “...მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად”, აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















