კახა კახიშვილი მოლდოვის დელეგაციას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 16:44 | 02.12.2015 ნანახია: 2315
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის პირადი მოწვევით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კახა კახიშვილი სტუმრებს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. პენიტენციური და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მოლდოვურ მხარეს პრეზენტაციები წარუდგინეს, სადაც გაწეულ სამუშაოსა და დაგეგმილ პროექტებზე დაწვრილებით ისაუბრეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მოლდოვის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს ედუარდ სერბენკოს მოლდოვა-საქართველოს შორის ორმხრივი მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.
„დაახლოებით 2 თვის წინ ვიმყოფებოდი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში, სადაც იუსტიციის მინისტრს ვესაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც საქართველოში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის კუთხით განხორციელდა. საკითხს მოჰყვა დაინტერესება და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლდოვის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდოდა და უფრო დეტალურად გაეცნობოდა იმ რეფორმათა პაკეტს, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. შევთანხმდით, რომ გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ჩვენი თანამშრომლები ექსპერტების რანგში გაემგზავრებიან მოლდოვაში და იუსტიციის სამინისტროს იმ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარებიან, რომელიც საქართველოში წარმატებით განხორციელდა“ - განაცხადა კახა კახიშვილმა
მოლდოვის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება რეფორმის დაგეგმვისა და მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე გაამახვილა. მათი განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები შთამბეჭდავია და კურსი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აქვს არჩეული მათთვის მისაბაძია. ასევე, სურვილი გამოთქვეს კიდევ უფრო ღრმად გაეცნონ კონკრეტულ საკითხებს და ქართული მხარისგან რჩევები მიიღონ. ედუარდ სერბენკომ კახა კახიშვილი თანამშრომლებთან ერთად მოლდოვაში მიიწვია.
„ნამდვილად შთამბეჭდავია ის შედეგები, რაც პენიტენციურმა სისტემამ გატარებული რეფორმების შედეგად მიიღო, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. ეს არის რეფორმები, რომლებიც დიდ დროს და ენერგიას საჭიროებს. მოხარულები ვართ, რომ ასეთი დეტალური და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ და ასევე მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდ გაგრძელდება. ჩვენთვის თქვენგან მიღებული რეკომენდაციები ძალიან მნიშნველოვანია, ისევე როგორც, თქვენი დახმარება და მხარდაჭერა“- განაცხადა ედუარდ სერბენკომ.
მოლდოვის დელეგაციის ვიზიტი 5 დეკემბრამდე გაგრძელდება და ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პენიტენციურ დაწესებულებებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონული მონიტორინგის ცენტრს მოინახულებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















