წალკაში რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:35 | 28.11.2015 ნანახია: 2037
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქვემო ქართლის რეგიონში, წალკის მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშვებელი ახალი საწარმო „ვიტა პროდუქტი“ გახსნა. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროექტის“ ფარგლებში - 178,712 აშშ დოლარის ოდენობის სახელმწიფო თანადაფინანსება და 223,390 აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. საწარმოს მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. საწარმოში 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
„ვიტა პროდუქტი“ წელიწადში 3000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშვებას, სხვადასხვა სახეობის ყველის და კარაქის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.
როგორც საწარმოს დირექტორმა, მიხეილ ბერიძემ აღნიშნა, საწარმოს მშენებლობის პროცესიდან დაწყებული გათვალისწინებულია ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნა, რასაც ევროკავშირის ბაზარი ითხოვს. ,,ჩვენ თავიდანვე ვიწყებთ ,,ჰასპის“ და ,,აისოს“ სტანდარტზე დანერგვის მიმართულებით მუშაობას, რათა მივიღოთ სერთიფიკატები და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის პროდუქცია სართაშორისო ბაზარზე დაუბრკოლებლად გავიდეს ექსპორტზე“, – აღნიშნა საწარმოს დირექტორმა.
როგორც ოთარ დანელიამ ღონისძიებაზე განაცხადა, ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საწარმოების შექმნას.
„ბოლო 2 წელიწადში, სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყნის მასშტაბით აგრარული მიმართულების 139 ახალი საწარმო შეიქმნა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენი პროექტების ფარგლებში შემოსულია განაცხადები და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდება“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საწარმოს გახსნის ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, კახაბერ გუგეშაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა დოლიძე ესწრებოდნენ.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა აღნიშნა ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და სახელმწიფოს ხელშეწყობით გახსნილი რძის გადამამუსავებელი ახალი საწარმო მეტ სტიმულს აძლევს ადგლობრივ ფერემერებს და გლეხებს გაზარდონ წარმოება, ჩააბარონ რძე და მიიღონ შემოსავალი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















