შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამაშველო ღონისძიებები განახორციელეს
საქართველო, თბილისი - 16:15 | 12.11.2015 ნანახია: 2861
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გოდერძის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი 30 ადამიანი და 7 ავტომობილი გამოიყვანეს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მოვარდნილმა ღვარცოფმა მახუნწეთში სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის, მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია განახორციელეს. მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყო აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა.
გოდერძის უღელტეხილზე ამ დროისთვის ცენტრალური გზა გასუფთავებულია და მოძრაობა აღდგენილია.
ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილი გზაზე ძლიერი ქარბუქი და თოვაა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სამაშველო ჯგუფმა სოფელ ფოკასთან, თოვლიან გზაზე ჩარჩენილი მიკროავტობუსი ბუქსირით გამოიყვანეს. ავტომანქანაში მყოფი მძღოლის და მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ასევე გამოყვანილია ერთი სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლება ქუთაისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღმოუჩინეს. ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ რიონჰესის ქუჩაზე ჩამოინგრა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი და ეზოს ნაწილი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. მათ სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველებმა, ასევე, დროული დახმარება გაუწიეს უხვი ნალექის გამო, სამტრედიაში, ნინოშვილის ქუჩაზე, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზოს და პირველი სართულის დატბორვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
გორსა და ხაშურში ძლიერი წვიმის გამო ეზოები და საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბორა. შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა შენობის სახურავები, ელექტრობოძები, მოტეხილია ხეები.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ადგილზე ინტენსიურ სამუშოებს ახორციელებენ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















