კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმარუება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს
საქართველო, თბილისი - 12:17 | 06.11.2015 ნანახია: 2233
2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებითი მმათველის დანიშნვნის შესახებ და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მიერ გაცხადებული პოზიციით, მივიღეთ შემდეგი მდგომარეობა:
ერთის მხრივ, სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების, როგორც კანონიერება, ისე დასაბუთებულობა და კონსტიტუციურობა, ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, უდიდეს კითხვის ნიშნებს ბადებს.
მეორეს მხრივ, გვაქვს ვითარება, როდესაც რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არ დატოვებს ტელეკომპანის. რაც თავის მხრივ იწვევს ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმის, პროცესში სააღსრულებო პოლიციის ჩართვით, ამოქმედებას. ამასთან, წინა პერიოდში გავცელებული ჩანაწერებით იკვეთება, რომ პოლიტიკური პარტია ან პარტიები ემზადებიან მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პროცესების ვიწრო პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ან ხელისუფლების საზიანოდ გამოყენებისათვის, რაც საზოგადოების დაპირისპირებას, სხვადასხვა ძალადობრივი თუ პროვოკაციულ ქმედებებს გამოიწვევს.
ასეთი დაძაბული ვითარების შედეგად, პირველ რიგში პროცესი მთლიანად გადის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებიდან და ზრდის საშიშროებას მოვლენების იმგვარად განვითარებისა, როგორც ეს მოხდა რვა წლის წინ. რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას, ისე ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. დღეს პროცესის ამ მიმართულებით განვითარება უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც პროცესში მონაწილე მხარეებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხელისუფლებას და განსაკუთრებით, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
იმისათვის რომ პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და თავიდან ავიცილოთ მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარება, მოვუწოდებთ:
1.რუსთავი 2-ს, დაუყოვნებლივ გაასაჩივროს სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, ასევე მიმართული იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოებს აძლევს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. (ორივე შემთხვევაზე ვთავაზობთ დახმარებას).
2.საერთო სასამართლოებს, დაარღვიონ მანკიერი პრაქტიკა და დაუყოვნებლივ განიხილონ საჩივარი გუშინდელ განჩინებაზე.
3.საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, პირველ რიგში განიხილონ საკითხი ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4.აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლსაც ხელეწიფება სასამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულება. გამოიჩინონ მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენების მიმართ, ხისტი ქმედებებით არ მოახდინონ სასამრთლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებს მიღებამდე. რადგან ხელისუფლების ამგვარი მოქმედება გამოიწვევს ვითარების კიდევ უფრო მკვეთრ დაძაბვას და შესაძლოა, მიგვიყვანოს არეულობამდე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















