საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას აკეთებს
საქართველო, თბილისი - 11:15 | 06.11.2015 ნანახია: 2334
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებულ შეფასებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან, პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი ციტირება მოახდინა 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
საქმე - „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც ქალბატონი მანანა იყო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდა და აქვს ნებისმიერ პირს, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობის მიუხედავად.
გარდა ამისა, ქალბატონი მანანას ყურადღება გვინდა მივაპყროთ შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განცხადებაში აღინიშნა, რომ საქმის „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს დასჭირდა დახლოებით 15 დღე, რაც მიანიშნებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემჭიდროებულ ვადებზე. აღნიშნული საქმის განხილვა დასრულდა 2006 წლის 29 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება გამოცხადდა ამავე წლის 15 დეკემბერს. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თარიღთან (2006 წლის 30 ივლისი) დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ა
იყო უფლებამოსილი, განეხილა კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან კოლეგიის ოთხი მოსამართლიდან ორის უფლებამოსილება ამ მომენტისათვის არ იყო დაწყებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დიანტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს და თავი შეიკავოს არაზუსტი და შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთებისგან, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















