შსს-მ ე.წ. „შავი მიწის“ უკანონოდ მოპოვების ფაქტები გამოავლინა
საქართველო, თბილისი - 10:00 | 04.11.2015 ნანახია: 2503შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 9 პირი: 1987 წელს დაბადებული ანდრო კ, 1980 წელს დაბადებული თეიმურაზ კ, 1992 წელს დაბადებული ვახტანგ ქ, 1980 წელს დაბადებული ანდრო ც, 1992 წელს დაბადებული ტარიელ გ, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ქ, 1975 წელს დაბადებული მამუკა ჩ, 1976 წელს დაბადებული გიორგი ჩ და 1984 წელს დაბადებული ირაკლი მ. დააკავეს, ხოლო 4 პირი: 1985 წელს დაბადებული შმაგი კ, 1988 წ.დ. მალხაზ კ, 1987 წელს დაბადებული ზაურ ყ, და 1969 წელს დაბადებული ვალერიანე თ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბორჯომში, მესხეთის ქუჩის მიმდებარედ გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის ვაკისიდან სილიკომანგანუმის თანმდევი წიდა - ე.წ. „შავი მიწა“ უკანონოდ მოიპოვეს, რითაც რკინიგზის ვაკისი დააზიანეს. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა 9309 ლარი და 19 თეთრი შეადგინა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მოპოვებული ე.წ. „შავი მიწა“ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















