ივანიშვილის სკანდალი - ყოფილ პრემიერს ყოფილი მეუღლე უჩივის
საქართველო, თბილისი - 12:07 | 02.11.2015 ნანახია: 2585
საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოსკრიპტუმი“ ავრცელებს. ეს არის პარიზის სისხლის სამართლებრივი მართლწესრიგის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა. დოკუმენტი რუსთავი2-ს ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიაწოდა. ცნობაში წერია, რომ მოქალაქე ინგა პავლოვას განცხადების საფუძველზე ფრანგმა სამართალმდაცავებმა საფრანგეთის მოქალაქის ბიძინა ივანიშვილის მიერ 1994 წელს გაფორმული დოკუმენტების კანონიერების შესწავლა დაიწყეს.
ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, მოქალაქე ინგა პავლოვა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც საქართველოს ყოფილმა პრემიერმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ჟურნალისტ ვლადიმერ ივანიძის მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ბიძინა ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო- ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთავის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი.
ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა სასამართლო დავის დასრულებამდე ინტერვიუზე უარს ამბობს. ვიდეომიმართვაში კი, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს.
საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართლამდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია ფაქტორეალი დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული.
თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ საქართველოს ყოფილ პრემიერს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















